სვეტიცხოვლობა

ტროპარი: კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული, სუეტისა წმიდისა და კუართისა საუფლოჲსა: ნათელი შემოჰკრებს კიდეთა სოფლისათა და სანოვაგედ წმიდად მიჰრონსა გვიწყაროებს, რომელნი წმიდასა ღმრთისმშობელსა და მისგან შობილსა ქრისტესა თაყუანისვსცემთ, რაჲთა ვპოვოთ ცხოვრება სულთა ჩუენთა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს “კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა”-ს დღესასწაულს აღნიშნავს.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის (1991 წ.) შემდეგ მცხეთობის დღესასწაული აღდგა და ოფიციალურ უქმე დღედ გამოცხადდა. ტრადიციულად ამ დღეს წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სვეტიცხოველში აღავლენს, ხოლო შემდეგ იმართება სახალხო სეირნობა მცხეთის ქუჩებში, საესტრადო და ხალხური შემოქმედების კონცერტები, გამოფენები, სპორტული შეჯიბრებები.

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, 10:00-17:00 საათამდე მცხეთის ცენტრალურ ქუჩაზე (აღმაშენებლის ქუჩა) საჯარო სკოლებისა და კულტურის სახლების გამოფენები და სხვადასხვა სანახაობები გაიმართება. გარდა ამისა, მოეწყობა სპორტული ღონისძიებები, როგორიცაა ქართული ჭიდაობა, მაგიდის ჩოგბურთი, ფრენბურთი, მინიფეხბურთი, მკლავჭიდი, ჭადრაკი და ნარდი. პარალელურად, გაიმართება ხალხური რეწვის, კერამიკის, თექისა და ფერწერული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. გაიმართება ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტები. 5:30 საათზე კი სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე გალა კონცერტი გაიმართება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ასევე წმიდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV); წმიდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს.

გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს – ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.

მე-4 საუკუნეში წმიდა მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად ხუროებს ხე მოუჭრიათ, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი. კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი კი მშენებლებს არ დამორჩილებია. იგი მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. ამ ადგილას ხის პატარა ზომის ეკლესია აიგო. მე-5 საუკუნის ბოლოს ვახტანგ გორგასალმა მის ადგილას უფრო დიდი ზომის სამნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. ხოლო უკვე გორგასლისეული სვეტიცხოვლის აღდგენა-მშენებლობას ხელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდა მელქისედეკ პირველმა მოჰკიდა. მისი ბრძანებით მე – 11 ს-ის დასაწყისში ხუროთმოძღვარმა არსაკიძემ ძველი ბაზილიკის ნაგებობა ჯვარ-გუმბათოვან ტაძრად გადააკეთა. სწორედ არსაკიძის ეს გენიალური ქმნილებაა ჩვენამდე მოღწეული.

როგორც წმიდა კვიპრიანე კართაგენელი ბრძანებს, “თავისი კვართის საიდუმლოთი უფალმა ეკლესიის ერთიანობაზე მიგვანიშნა” და “შეუძლებელია, ქრისტეს სამოსი ჰქონდეს იმას, ვინც ქრისტეს ეკლესიას არღვევს”. ამიტომაც იყო, ქართველები ასე რომ უფრთხილდებოდნენ ეკლესიის ერთიანობას, ამიტომაც იყო, რომ ეპისკოპოსი აუცილებლად სვეტიცხოველში უნდა კურთხეულიყო.

ერთხელ წმიდა პატრიარქმა ნიკოლოზ გულაბერისძემ “ზამთრის სასტიკებისა” და დედოფლის უძილების გამო მროველი ეპისკოპოსი ტიმოთე რუისის საყდარში აკურთხა ეპისკოპოსად. იმავე ღამეს სვეტიცხოველი “სახედ მოხუცებული ბერი კაცისა“ ტაძრის ქადაგს ეჩვენა და უბრძანა, პატრიარქი გაეფრთხილებინა, რომ მას აღარასოდეს ეკურთხებინა ეპისკოპოსი სადმე სხვაგან, გარეშე სვეტიცხოვლის ტაძრისა. ეს უმეცრებით ჰყო, ამიტომ შევუნდობ, მაგრამ სხვა დროს აღარ ვაპატიებ “შეურაცხყოფას საყდრისა ჩემისაო”, – უბრძანებია უფალს.

მეორე იერუსალიმად წოდებული მცხეთა, სვეტიცხოველი, კვართი უფლისა და წმიდა სვეტი სახისმეტყველებად აღძრავს ქართველებს.

გილოცავთ ყველას :****

წყარო:

http://www.ambioni.ge/14-oqtombers-sveticxovloba-arinisneba

http://www.youtube.com/watch?v=PT7Tp_paV0M

Posted in Uncategorized | Leave a comment

წითელი წიგნი

 წითელი წიგნი არის იშვიათ და გადაშენების პირას მისულ მცენარეთა და ცხოველთა სახეობების სია, მათი თანამედროვე მდგომაორების მოკლე დახასიათებით. არსებობს წითელი წიგნის საერთაშორისო, ნაციონალური და ადგილობრივი ვარიანტი.

წიგნის შექმნის იდეა მე-20 საუკუნის I ნახევარში გაჩნდა. მისი ინიციატორი იყო ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი, რომელიც 1949 წელს შეუდგა ინფორმაციის მოპოვებას მცენარეთა და ცხოველთა იშვიათ სახეობათა შესახებ. 1966 წელს უკვე მომზადდა პირველი გამოცემები ძუძუმწოვრებისა და ფრინველების იშვიათი სახეობების შესახებ.

წითელი წიგნი, ისევე როგორც წითელი სიები არ წარმოადგენენ იურიდიულ დოკუმენტებს და ატარებენ მხოლოდ რეკომენდაციულ ხასიათს. ის მოიცავს გლობალურ მაშტაბებს და მიმართულია რეკომენდაცია გაუწიოს იმ ქვეყნებს, რომელთა ტერიტორიაზეც ცხოველთა სცოცოცხლეს საფრთხე ემუქრება. აღნიშნული რეკომენდაციების მნიშვნელობა უზარმაზარია მსოფლიო მასშტაბით.

საქართველოში წითელი წიგნი 1982 წელს გამოიცა. მისი I ნაწილი მოიცავს იშვიათ ცხოველებს, II ნაწილი – მცენარეებს, III ნაწილი – არაორგანული ბუნების ძეგლებს.

ამჟამად  დედამიწაზე გამოყოფენ  ბიოლოგიური  მრავალფეროვნების 25 ცხელწერტილს. მათ შორის  ერთ-ერთი  კავკასია, კერძოდ,  საქართველოა.  კავკასია  ასევე 200 გლობალურ  ეკორეგიონს  შორისაა,რომელიც  ბუნების  დაცვის  მსოფლიო    ფონდის (WWF) მიერაა გამოყოფილი ისეთ  კრიტერიუმებზე   დაყრდნობით, როგორიცაა:სახეობრივი   მრავალფეროვნება, ენდემიზმის  დონე, ტაქსონომიური  უნიკალურობა, ევოლუციური პროცესები და ფლორისა დაფაუნის ისტორიული განვითარების თავისებურებები, მცენარეულობის ტიპების მრავალფეროვნება და ბიომების იშვიათობაგლობალურ დონეზე.

სამწუხაროდ, საქართველოს, ისევე  როგორც  მთლიანად   კავკასიის, ბიომრავალფეროვნება  უკიდურესი  საფრთხის  წინაშე იმყოფება.  ტყეების  უმეტესი  ნაწილი   სახეცვლილია  ადამიანის  ზემოქმედების  შედეგად.  მაღალ  მთაში  გადაჭარბებული ძოვების   გამო, თითქმის  განადგურებულია  ბუნებრივი  მცენარეული  საფარი  და   მიმდინარეობს   ეროზიის   პროცესი. ბუნებრივი მცენარეული  საფარი  შემორჩენილია  თავისი          ისტორიული  არეალის  მხოლოდ  მცირეოდენ   ნაწილში.  საქართველოშიბიომრავალფეროვნებაზე მოქმედი საფრთხეებიდან   აღსანიშნავია: ბრაკონიერობა,  ტყის   მასივების   გაჩეხვა,  გადაჭარბებული  ძოვება, მცენარეთა  და ცხოველთა  სახეობებით  უკანონო   ვაჭრობა,  თევზის  რესურსების  გადამეტებული   მოპოვება,  მდინარეებისა და წყალჭარბი  სავარგულების  დაბინძურება. შედეგად, ადგილი  აქვს  ცოცხალი   ორგანიზმების  საცხოვრებელიგარემოს  დეგრადირებას, სახეობათა   რიცხოვნობის   კლებასა   და  ეკოლოგიური   პროცესების   რღვევას – ყველაფერს  ერთად კი  მივყავართ   ბიომრავალფეროვნების    განადგურებისკენ.

 

Posted in Uncategorized | Leave a comment

საინტერესო ფაქტები

·         არქეოლოგთა მონაცემებით, კატები მოიშინაურეს 9500 წლის წინათ. კატის ძვლები აღმოაჩინეს ნეოლითის ეპოქის სამარხებში, კვიპროსზე.

  • ·         ნიანგები რამდენიმე ფერს ვერ აღიქვავენ,  დაახლოებით 100 წელი ცხოვრობენ წყალში და  ღრმად ჩაყვინთვის მიზნით ქვებს ყლაპავენ.
  • ·         აქლემი კუზში 35 კილოგრამ ცხიმს იმარაგებს. მას შეუძლია ამ ცხიმის ხარჯზე 1 თვე გაძლოს.
  • ·         ბუები არიან ერთადერთი ცხოველები რომლებიც ლურჯ ფერში ხედავენ.
  • ·         გველების უმეტესობას შეუძლია 1 წელი საჭმლის გარეშე გაძლონ.
  • ·         მამონტს 5 მეტრის სიგრძის ეშვები ჰქონდა.
  • ·         ველურ ბუნებაში ლომი წელიწადში მხოლოდ ოცჯერ კლავს.
  • ·         ამერიკული ცხენ ირემი 2,4 მეტრს აღწევს და წონით თითქმის ტონას იწონის.მამრი რქებს ზამთრობით იცვლის და ზაფხულობით ახალი ამოსდის.
  • ·         მიუხედავად იმისა,რომ ჟირაფის კისერი 2 მეტრია,ისიც იმდენივე ძვალს შეიცავს რამდენსაც თაგვი,ანუ შვიდს.     ჟირაფის დარტყმა ისეთი ძლიერია რომ მას შეუძლია ლომი ნოკაუტში ჩააგდოს
  • ·         გიბონისა და ორანგუტანის “სიმღერა” ისმის 2-3კმ-ის მანძილზე.
  • ·         იპოპოტამის რძე ვარდისფერია.
  • ·         ყველაზე გრძელი გველი.  ზოოპარკში და აკვარიუმში კალამბუსში, ოჰაიო (აშშ) ცხოვრობს პითონი ფლარი. 2009 წლის 27 სექტმებრისთვის მისმა სიგრძემ გადააჭარბა 7,3 მ. მსოფლიოში ყველაზე გრძელი გველი – 10 მ, აღმოაჩინეს ინდონეზიაში 1912 წელს.
  • ·         ძროხა აწარმოებს მეტ რძეს როდესაც უსმენს მუსიკას.ძროხებს შეუძლიათ ფეხზე დგომისას ძილი , მაგრამ სიზმრებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხედავენ თუ წვანან.
  • ·         ფუტკრებს არასდროს არ სძინავთ.
  • ·         ძაღლის ცხოვრების პირველი 2 წელი უტოლდება ადამიანის 24 წელს
  • ·         კოალა ერთ-ერთი ცხოველია, რომელიც არ სვამს წყალს, ის ევკალიპტის ფოთლებიდან და მასზე დაგროვილი ცვრისგან იღებს ორგანიზმისთვის საჭირო სითხეს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ის ფოთლები, რომლებსაც ჭამს კოალა სხვა ცხოველებისთვის მომწამვლელია

 

Posted in Uncategorized | 2 Comments

საქართველოში გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

საქართველოს ცხოველთა სამყარო მდიდარი და მრავალფეროვანია. მის ტერიტორიაზე  3 000 სახეობის ცხოველი ბინადრობს, მათგან 19 წითელ წიგნშია შესული. მათ შორისაა: ნიამორი, ქურციკი(ჯეირანი),ჯიხვი, კავკასიური ირემი,ზოლებიანი აფთარი.

ნიამორი-შინაური თხის ერთ-ერთი წინაპარი საქართველოში გავრცელებულია თუშეთში, ხევსურეთში. ბინადრობს ძნელად მისადგომ, კლდიან ფერდობებზე ზღვის დონიდან 4 200 მ-მდე. იკვებება ბალახეულობითა და ბუჩქებით. ცოცოხლობს 12-15 წელი. მასობრივი განადგურების გამო ის გადაშენების პირასაა მისული.

ჯიხვი, კავკასიის ენდემი, რომელიც მსოფლიოს სხვა კუთხეში არ მოიპოვება და ბინადრობს მხოლოდ კავკასიონზე, წითელ წიგნშია შეტანილი და აკრძალულია მასზე ნადირობა. ესარის დიდი ზომის თხა, რომელიც უმეტესად იკვებება ალპური ბალახეულით. ცნობილია მისი ორი სახეობა: დასავლეთკავკასიური და აღმოს

ავლეთკავკასიური.

ჯიხვი გვხვდება ლაგოდეხის, ყვარლის, ახმეტის, თელავის, ლენტეხის, მესტიის, ონის რაიონებში და აფხაზეთის მთიან კავკასიონზე.

 

 

 

 

 

 

საქართველოს ველებზე ერთ დროს გავრცელებული ლამაზი ჩლიქოსანი-     ქურციკი(ჯეირანი) ახლა გადაშენების პირასაა. გავრცელებულია მცირე აზიის, ამიერკავკასიის, შუა აზიის, ცენტრალური აზიის უდაბნოებსა და ნახევარუდაბნოებში. წარსულში საქართველოში ის გვხვდებოდა შირაქის ველის აღმოსავლეთ ნაწილში, გარდაბნისა და სამგორის ველებზე. არის მომთაბარე ცხოველი. იკვებება ძირითადად ბალახეულით.

კავკასიური, ანუ კეთილშობილი ირემი– ირმისებრთა ოჯახის წვრილჩლიქოსანი, ჯოგური, პოლიგამიური ცხოველი. არსებობს მისი რამდენიმე ქვესახეობა. ჩვენთან უმეტესად ნაკრძალებში ჰყავთ(ბორჯომი, ლაგოდეხი). იკვებება უმეტესად მცენარეულობით, ცოცხლობს 20 წლამდე.

 

 

 

 

ზოლებიანი აფთარი– აფთრისებრთა ოჯახის ძუძუმწოვარი მტაცებელი ცხოველი. ის ყველაზე პატარაა აფთრებს შორის. ბინადრობს წყლიდან 10 კილომეტრის მოშორებით. აქვს რუხი ან ღია ყავისფერი ბეწვი, რომელსაც მუქი ზოლები გასდევს. მძლავრი ყბების და კბილების მეშვეობით ადვილად ამსხვრევს მსხვილ ძვლებსაც. ბუნების სანიტრის როლს ასრულებს, თუმცა ხშირად თავს ესხმის შინაურ თუ გარეულ პატარა ცხოველებს.

გავრცელებულია მთელს აფრიკასა და აზიაში. XIX საუკუნის ბოლომდე თბილისის მიდამოებამდე აღწევდა. ბინადრობდა მახათას მთაზე, მარტყოფში, ახმეტაში(ბახტრიონთან), ასევე შირაქშიც. მცირე რაოდენობით შემორჩენილია ალაზნის სანაპიროზე— შავი მთის ბოლოსა და სარქლისყურის მიდამოებში. მისი რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. შეტანილია ყველა წითელ წიგნში. სიცოცხლის ხანგრძლიობა-ტყვეობაში 13 წელი.

Posted in Uncategorized | 3 Comments

ტროპიკული სამოთხის ხუთეული

სპეციალურად თქვენთვის, წარმოგიდგენთ დაუვიწყარი მოგზაურობის ხუთეულს იმ ფოტოებისა, რომელთაც შეიძლება ეწოდოს “ტროპიკული სამოთხე დედამიწაზე”…

ალომანუ, სამოა -ეს არის კუნძული, რომელიც დაფარულია მთლიანად სანაპიროებით.კუნძული დაუსახლებელია, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მოიწყოთ ტროპიკული ქოხი.

ფერნანდო დე ნორონხა, ბრაზილია-ეს დასახლებული კუნძული მდებარეობს ჩრდილოეთის სანაპიროზე, რომელიც ცნობილია მყვინთავებისთვის საუკეთესო ადგილად, მოსახლეობის უმრავლესობას მოშინაურებული ჰყავთ ტროპიკული ფრინველი, რომლის ბუნება წარმოადგენს სრულყოფილ სილამაზეს

ატიუ, კუკიის კუნძულები – მიტოვებული სანაპიროები, მკაფიო ლურჯი წყლები და ცქრიალა თეთრი ქვიშა, კუნძული ასევე ცნობილია კირქვის გამოქვაბულებით, რომელებიც განლაგებულია ღრმა ჯუნგლებში, ზოგიერთი მღვიმეები გამოიყენებოდა ჯარისკაცების სასაფლაოდ, მაგრამ ეს უკვე დარჩა ისტორიას.ატიუს გამოქვაბულების ნახვა ტურისტისათვის ნიშნავს ახალი მსოფლიოს აღმოჩენას.

კუნძული რანგიროა, საფრანგეთის პოლინეზია -მარჯნის სიდიდით მეორე კუნძული.ყველა ტურისტისათვის შესანიშანვი და საუკეთესო ადგილია მსოლიოში, რომელიც გამოირჩევა მზის აბაზანებით, ზღაპრული სანაპიროებით, მაცდური კოქტეილებით და თქვენ თუ დაამატებთ მას სუფთა ჰაერს ნათელი ცის ქვეშ, მაშინ იქ ხართ, სადაც დედამიწის სამოთხეა.

კუნა -იალა, პანამა – არქიპელაგი, კუნა-იალას კუნძულები, რომელიც ასევე ცნობილია სან- ბლასის კუნძულები.კუნძულები დაფარულია ულამაზესი პალმის ხეებით, თეთრი ქვიშით, რომელიც წარმოუდგენელ ხიბლს მატებს კუნძულების სანაპიროებს.ბუნებრივი სილამაზე აქ დაცულია კანონით გათვალისწინებული წესით, რომელის მდგომარეობს შემდეგში, ბუნებრივი გარემო უნდა იყოს ხელშეუხებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში მკაცი სანქციები გატარდება.

Posted in Uncategorized | Leave a comment

ულამაზესი საქართველოს ღირშესანიშნაობები

საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი ქვეყანაა. მისი ფართობი მხოლოდ 69, 700 კვ/კმ-ია. მას აქვს უმნიშვნელოვანესი მდებარეობა მთელ მსოფლიოში. საქართველო მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, რომელიც ერთგვარ ხიდს, დამაკავშირებელს წარმოადგენს აღმოსავლეთისა და დასავლეთისთვის. საქართველოს გააჩნია ულამაზესი ბუნება, ასევე მას აქვს ძალიან ბევრი ღირშესანიშნაობა: როგორებიცაა კაცხი, რაბათი, ბათუმი და სხვ.
რომ დავიწყოთ საქართველოს ღირშესანიშნაობების ჩამოთვლა დამეთანხმებით ერთი პოსტი კიარა ოციც კი არ გვეყოფა. ამიტომაც მე შევეცდები ჩამოვთვალო ისეთები რომლებიც ჩვენთვის ცნობილია და ძალიან ლამაზი.

კაცხის სვეტი.

კაცხის სვეტი, შთენილი კლდე მდებარეობს ჭიათურის რაიონის ტერიტორიაზე, მდინარეების კაცხურისა და ღვითორის წყალგამყოფზე. სიმაღლე 40 მეტრია. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაცხის სვეტი თავდაპირველად მონოფიზიტ განდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა, თუმცა ეს მოსაზრება საყოველთაოდ არაა გაზიარებული, სათანადო არგუმენტაციის არქონის გამო.

რაბათი.

რაბათის კომპლექსი მე–9 საუკუნით თარიღდება და შვიდ ჰექტარ ფართობზეა გაშენებული რომელიც მოიცავს ჯაყელების რეზიდენციას, ციხესიმაგრეს, უძველესი ქარვასლების ნანგრევებს, მუზეუმს, ბერძნულ, სომხურ და კათოლიკურ ეკლესიებს. აქვე მდებარეობს მეჩეთიც. მისი არქიტექტურული მრავალფეროვნება სხვადასხვა დამპყრობლებისა და იმდროინდელი ცივილიზაციების დიდ გავლენაზე მეტყველებს.

ვარძია.

ვარძია – კლდეში გამოკვეთილი ციხე-ქალაქია, კომპლექსის საერთო ფართი 500 კვ. მეტრზე მეტია, განლაგებულია 12 იარუსად და შედგება 600 ოთახისაგან. აქ მთელი ქალაქია ქუჩებით, მოედნებით, 15 ეკლესიით, რომლებიც უნიკალური ფრესკებითაა მოხატული, მათი უმრავლესობა დღეისათვის ძალზე დაზიანებულია. შემორცენილი ფრესკებიდან აღსანიშნავია ლაზარეს აღდგინება, იერუსალიმში შესვლა და სხვა. ვარძიაში მარტო ღვინის 28 მარანი იყო, 235 ქვევრით, რომლებიც 90 973 ლიტრ ღვინოს იტევდნენ.

სვანეთი.

სვანეთი ულამაზი მხარეა არამარტო საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში. საოცარია აქაური სოფლები, მუდმივად თოვლიანი მთის თვალუწვდენელი მწვერვალები, აზალის საძოვრები, საიდანაც შუასაუკუნეების კოშკები ულამაზეს ხეობებს ამაყად გადაჰყურებებენ, ხოლო ფრიალო კლდეებში ღრუბლები გაწოლილან. სვანეთი საჩუქარია არა მხოლოდ ლაშქრობის მოყვარულთათვის, იგი კულტურის უძველესი კერაცაა.

ბათუმი.

ბათუმი — ქალაქი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი 1878 წლიდან. მოსახლეობა — 124 ათასი. ბათუმი მსხვილი საერთაშორისო ნავსადგურია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. ქალაქი გაშენებულია ღრმა, კარგად დაცული ბუნებრივი ნავსაყუდელის ბათუმის ყურის ნაპირას; მდებარეობს ზღვის დონიდან 5 მ, თბილისიდან 350 კმ-ში. გამოირჩევა სილამაზით, იქ თავმოყრილია სხვადასხა კულტურის ძეგლები.

თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი.

თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, შემოკლებით სამება, მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარია საქართველოში; მდებარეობს თბილისში, ელიას გორაზე, ავლაბარი. აშენდა 1995-2004 წლებში არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტით.

გონიოს ციხე.

აფსაროსი, ისტორიული ციხესიმაგრე აჭარაში, ბათუმის უბან გონიოში, შავი ზღვის ნაპირზე, მდინარე ჭოროხისშესართავთან. უძველესი ცნობა მის შესახებ ეკუთვნის რომაელ ავტორ პლინიუს სეკუნდუსს (ახ. წ. I ს.). ბერძნულ-რომაულ წყაროებში ცნობილია აფსარუნტის სახელით. გონიოს ციხე XII საუკუნის შემდგომდროინდელი სახელწოდებაა.

ქვაცანცალა.

ქვაცანცალა — მოქანავე ლოდი, მდებარებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1800 მ. სიმაღლეზე, მთა ყვირას უტყეო ზონაში „ზის“ კირქვული ლოდი, რომლის სიგრძე 2 მეტრს აღემატება, ხოლო წონა 10-12 ტონას. ქვაცანცალას ლოდი, მის რომელიმე წიბოზე თუნდაც სუსტი მიწოლით (ხელის მიბჯენით) იწყებს ქანაობას და თან კაკუნის ხმას გამოსცემს.

ბაგრატის ტაძარი.

ბაგრატის ტაძარი — ღვთისმშობელის მიძინების სახელობის ტაძარი აგებული X-XI საუკუნების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის მეფობაში, ქუთაისში, „უქიმერიონის გორაზე“.
994 წელს ბაგრატის ტაძარი გელათის მონასტერთან ერთად შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
2009 წლის აგვისტოს დასაწყისში ბაგრატის ტაძარში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა მდრიდრული სამარხი, რომელიც დიდგვაროვან ქალბატონს ეკუთვნოდა. გამოთქმული მოსაზრებით, სამარხი შესაძლოა ეკუთვნოდეს აფხაზთა მეფის, ლეონ II-ს დედას, ხაზართა ხაკანის ასულს.

 

 

Posted in Uncategorized | Leave a comment

ჩემს შესახებ

მოგესალმებით მე ვარ ირაკლი დევაძე, ქალაქ მარნეულის #5 საჯარო სკოლის მე-11 კლასელი.მოხარული ვარ , რომ ჩავერთე PH International- ის  “ბლოგერების”  კონკურსში . ვარ ,, ბუნების დამცველი “ და იმედი მაქვს მოვახერხებ საზოგადოების განათლების დონის აწევას ამ სფეროში . შევეცდები წარმატებით დავასრულო წამოწყებული საქმიანობა.

Posted in Uncategorized | Leave a comment

ბუნების რეკორდსმენები

* პლანეტის ყველაზე ღონიერი არსებაა პაწაწინა ხოჭო-მარტორქა, რომლის სიგრძეც 2.5-4სმ-მდეა. მას შეუძლია საკუტარ წონაზე 850-ჯერ მეტი ტვირთის ტარება. ადამიანს ასეთი ძალა რომ ჰქონდეს, დაახლოებით 65 ტონის აწევას შეძლებდა.

* ყველაზე ამტანი წარმომადგენელი პატარა ჩიბუხაა. 2007 წელს ამ პატარა ჩიტმა ისტორიაში ყველაზე დიდხანს იფრინა – 9 დღის განმავლობაში ალასკიდან ახალ ზელანდიამდე შეუჩერებლად გადაიფრინა 11500 კმ. ფრინველის ამ დაუჯერებელი მოგზაურობის დასასრულს თავისი წონის ტითქმის ნახევარი დაკარგული ჰქონდა.

* აფრიკული ანტილოპა იმპალა, რომელსაც ყველაზე წვრილი ფეხები და ყველაზე ძლიერი ბარძაყები აქვს, ყველაზე შორს მხტომელი არსების ტიტულს ატარებს. თუ ამ ცხოველს შეაშინებთ, მას შეუძლია 3 მეტრის სიმაღლეზე ახტეს და 10 მეტრამდე მანძილი დაფაროს ერთი ასეთი ნახტომით.

* ყველაზე სწრაფ თევზად ითვლება აფროსანი. ის ხანმოკლე ინტერვალებით ელვასავით სწყდება ადგილს და 109 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს

*ყველაზე სწრაფ ფრინველად ითვლება პერეგრინის შევარდენი. მტაცებელი სიმაღლიდან შურდულივით მიექანება დაახლოებიტ 322 კმ/სთ სიჩქარით, მსხვერპლს ჰაერშივე ბასრი ბრჭყალებიტ იჭერს და ნადავლით ეშვება დედამიწაზე.

* ხმელეთზე კი სისწრაფეში პირველობას გეპარდი არავის უთმობს. ის საათში 96 კმ/თშ-ს ავითარებს. თუმცა გეპარდს ამ სიჩქარით საშუალოდ 250 მეტრის გარბენა შეუძლია, რადგან ასეთი სიჩქარე უამრავ ენერგიას მოითხოვს.

Posted in Uncategorized | Leave a comment

საინტერესო ფაქტები ველურ ბუნებაზე

1. დალმატინები (ძაღლის ჯიში) იბადებიან ხალების გარეშე.

 

2. ღამურები ყოველთვის მარცხნივ მიდიან, როდესაც გამოდიან საბუდარიდან.

 

3. მხოლოდ 2 ცხოველია ისეთი, რომელიც უკან ხედავს ყველაფერს თავის მიბრუნების გარეშე! ესენი არიან კურდღელი და თუთუყუში!

 

4. კენგურუ 1 ნახტომით ფარავს დაახლოებით 9.20 მეტრს.

 

5. ჩიტი კოლიბრი – ერთადერთი ჩიტია, რომელსაც შეუძლია ფრენა უკუმიმართულებით.

 

6. ღორი – ერთადერთი ცხოველი, რომელსაც შეუძლია ”ზაგრის” მიღება ადამიანის მსგავსად.

 

7. ქამელეონის ენა მის სხეულზე ორჯერ გრძელია.

 

8. კოალას დღე ღამეში 18-22 საათი სძინავს.

 

9. მხოლოდ მამრი ციცინათელები დაფრინავენ, მდედრებს ფრენა არ შეუძლიათ.

 

10. ბუნებაში არსებული უამრავი ბაქტერიიდან მხოლოდ 1%-ს შეუძლია ადამიანის დაავადება.

 

11. თეთრი ვეშაპის გული სიდიდით ფოლკსვაგენ ”ხოჭოს” ტოლია.

 

12. რაც უფრო პატარა ზომისაა მორიელი, მით უფრო ძლიერ შხამიანია.

 

13. აფთრის ყბები იმდენად ძლიერია, რო 800 კგ სიმძიმეს უძლებს.

 

14. ფერმონები, რომელთაც ცხოველის მუშკის ჯირკვალი გამოყოფს, ხშირად გამოიყენება სუნამოების წარმოშობაში.

 

15.პეპლები მიწისძვრის შემდეგ ვერ დაფრინავენ.

 

16. ძროხა აწარმოებს მეტ რძეს როდესაც უსმენს მუსიკას.

 

17. ფუტკრებს არასდროს არ სძინავთ.

 

18. ძროხებს შეუძლიათ ფეხზე დგომისას ძილი, მაგრამ სიზმრებს მხოლოდ იმშემთხვევაში ხედავენ თუ წვანან.

 

19. ბრტყელი ჭიის ზოგი სახეობა შიმშილის დროს საკუთარი თავის ჭამას იწყებს და შეუძლია შეჭამოს თავისი სხეულის 95%.

 

20. აფრიკული სპილოს მოთვინიერება ჯერ ვერავინ შეძლო განსხვავებით ინდურისგან.

 

21. მორიელი ვერ იტანს ალკოჰოლს, სულ პატარა წვეთის შეხების შემთხვევაშიც სასიკვდილოდ კბენს საკუთარ თავს.

Posted in Uncategorized | Leave a comment

გლობალური დათბობა და ჰაერის დაბინძურება

ადამიანია ის ერთადერთი არსება, რომელმაც მშვიდი ცხოვრება არ იკმარა და თავისი საქმიანობისა თუ უსაქმურობის გამო გარესამყაროს დიდ დაღს ასვამს. ახლა კი, როგორც მეცნიერები გვარწმუნებენ, სულ უფრო და უფრო ახლოვდება წუთი, როცა შედეგებს ვიწვნევთ და შესაძლოა, დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის საკითხიც კი ეჭვქვეშ დადგეს.
ბატონი ოთარ ზაზარაშვილი გვესაუბრა გლობალური დათბობის პრობლემატიკაზე. ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურა დედამიწის ზედაპირზე ბოლო საუკუნის განმავლობაში 0.74 ± 0.18°ჩ-ით გაიზარდა. კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ჯგუფის (IPჩჩ) დასკვნით “დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა მე-20 საუკუნის შუა წლებიდან სავარაუდოდ განპირობებულია ანთროპოგენური (ანუ ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი) სათბურის აირების კონცენტრაციის ზრდით’’, რომლის შედეგადაც ძლიერდება ატმოსფეროს სათბურის ეფექტი, რაც დედამიწის ქერქისა და ქვემო ატმოსფეროს გახურებას იწვევს. სათბურის აირები ატმოსფეროს კომპონენტებია, რომლებიც ატმოსფეროს სათბურის ეფექტს განაპირობებს. ზოგიერთი სათბურის აირი ატმოსფეროში ბუნებრივად ჩნდება, სხვები კი ადამიანის საქმიანობის შედეგია, მაგალითად წიაღისეულის საწვავის წვით, როგორიცაა ქვანახშირი ნავთობი და ა.შ. სათბურის აირები შეიცავს წყლის ორთქლს (H2O), ნახშირორჟანგს (ჩO2), მეთანს (ჩH4), აზოტის ჟანგს (N2O),  ოზონს (O3). სათბურის ეფექტს კი უწოდებენ ატმოსფეროს ინფრაწითელი გამოსხივების ზემოქმედების შედეგად დედამიწის ზედაპირის გათბობის პროცესს.Uგამომდინარე აქედან დედამიწის დათბობის მიზეზი არა ერთი არამედ მიზეზებისგანაა გამოწვეული. უკანასკნელი 30 წლის მანძილზე ატმოსფეროში ნახშიროჟანგის პერმანენტული ზრდა დაფიქსირდა, რაც სხვადასხვა საწვავისა და ინდუსტრიული საქმიანობის გამოყენებამ განაპირობა. ამავე მიზეზებითვე ბინძურდება ჰაერიც. მანქანებიდან და ქარხნებიდან წვის შედეგად ნახშირორჟანგი გამოიყოფა. ის უფერული და უსუნოა და ადამიანებს მისი შეგრძნება არ შეუძლიათ. დადგინდა, რომ დიდ ბიტანეთიში ყოველწლიურად 24 000 ნაადრევი სიკვდილიანობის მიზეზი ჰაერის დაბინძურებაა. ფილტვების კიბოთი გარდაცვლილია 10 ადამიანიდან, ერთი. ჰაერის დაბინძურების შედეგია 2000 წლის მონაცემების თანახმად შედეგად სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებლის 6% საფრანგეთში, ავსტრალიასა და შვეიცარიაში ჰაერის გამონაბოლქვით დაბინძურებულ ჰაერს მიეწერება. ზემოჩამოთვლილ ქვეყნებში ა/მანქანის ტოქსიკური გამონაბოლქვი ყოველწლიურად მინიმუმ 500 000 ასთმური კრიზისისა და 25 000-ზე მეტი ახალი ქრონიკული ბრონქიალური დაავადებების მიზეზი ხდება.
ხოლო როგორც მეცნიერები ვარაუდობენ 21–ე საუკუნეში მოსალოდნელია დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის შემდგომი ზრდა 1,1 – 6,4°ჩ–ით. სათბური აირების კონცენტრაციის ზრდის შეჩერების შემთხვევაშიც კი ეს დათბობა კიდევ ათას წელს გაგრძელდება. მხოლოდ ამის შემდეგ არის მოსალოდნელი დარღვეული წონასწორობის ხელალხალი დამყარება და საშუალო ტემპერატურის დასტაბილურება.
ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა გამოიწვევს ზღვის დონის აწევას. გაიზრდება კატასტროფული კლიმატური მოვლენების სიხშირე და სიმძლავრე, 

შეიცვლება ნალექების რაოდენობა და განაწილება.შეიცვლება აგრეთვე სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა, შემცირდება მყინვარები, გადაშენდება ცოცხალი ორგანიზმების ზოგიერთი სახეობები, გაიზრდება დაავადებათა რიცხვი. ტროპიკული ზონების რაოდენობა შემცირდება, რაც თავის მხრივ მცენარეული საფარის ცვლილებასაც გამოიწვევს. ცვლილებების შედეგი იქნება მუდმივი დაავადებების ზრდა მიკრო ორგანიზმებში, რომლებიც ახალ კლიმატურ პირობებთან თვითადაპტაციას ახდენენ. ამჟამად კოღოებისა და მღრღნელების მიერ გადატანილი დაავადებების უფრო ფართო გავრცელებაა დაფიქსირებული. ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ იმის ალბათობას, რომ ერთ დროს ეფექტურად აღმოფხვრილი დაავადებები ისევ არ იჩენენ თავს. ძირითადი ტოქსიკური ნაერთები, რომლებიც გლობალურ დათბობას იწვევს, ჰაერს აბინძურებს და კაცობრიობას ემუქრება, გამონაბოლქვი (ნახშირორჟანგი), ტყვია, ბენზოლი, აზოტის დიოქსიდი, ძალიან ვნებს დედამიწას. როგორც აღვნიშნე, მოიმატებს ზღვების დონე მკვეთრად, ამჟამად აღსანიშნავია კარიბის ზღვა, რომლის დონემაც მკვეთრად აიწია, რომელსაც იწვევს ანტარქტიდაზე ყინულის დნობა. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი სოფლის მეურნეობის მოსავლიანობასთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან რომ ნალექების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია, ეს პროცესი კიდე გაგრძელდება რის შედეგადაც ბევრი მოსავლიანი ადგილი, საერთოდ გამოუსადეგარი გახდება, რომელსაც დიდ კატასტროფამდე მივყავართ.
თუ რა დაავადებებს იწვევს ჰაერის დაბინძურება ამ საკითხზე გვესაუბრა ექიმი კამოლა ქირია. გლობალური დათბობის დაწყებასთან ერთად მოიმატა მკვეთრად დაავადებათა რიცხვმა. კერძოდ დაფიქსირდა გულ სისხლძარღვთა, ნევროლოგიური, ფილტვებისა და საწარმოო დაავადებების ზრდა. კლიმატის ცვლილება ხელს უწყობს გარკვეული ინფექციური დაავადებების გავრცელებას. თანამედროვე კვლევების შედეგად ნიუ იორკის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ გლობალური ტემპერატურის მუდმივი ზრდა სიკვდილიანობასა და დაავადებებს გაზრდის. ეს ფენომენი არსებული ეკო-სისტემის ცვლილებას და ჩვენი ჯანმრთელობისთვის პირდაპირ საფრთხეს იწვევს. ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ იმის ალბათობას, რომ ერთ დროს ეფექტურად აღმოფხვრილი დაავადებები ისევ არ იჩენენ თავს.
ოზონის შემცირება და გლობალური ტემპერატურის ზრდა სამწუხაროდ მუდმივ ფენომენს წარმოადგენს. მათი ბიოლოგიური ეფექტის გათვლა შეუძლებელია, ხოლო მათ ნეგატიურ შედეგს კაცობრიობაზე შესაძლოა სავალალო ეფექტი ჰქონდეს. ატმოსფეროში ოზონის შემცირება ინფექციების მიმართ მგრძნობიარობის მომატებას უკავშირდება. გლობალურმა დათმობამ შესაძლოა მიკრო-ორგანიზმებისა და ბაქტერიების პოპულაციის ზრდამდე მიგვიყვანოს. ამ ორი ფენომენის კომბინაცია ინფექციის ზრდას გამოიწვევს. სერიოზული განგაშის საგანია ის ფაქტი, რომ ქალაქებში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ჯანმრთელობის საფრთხე გაცილებით მაღალია, ვიდრე სიგარეტით გამოწვეული საფრთხე. სამწუხაროდ, დაბინძურებული ჰაერის უარყოფითი ეფექტი სერიოზულ საფრთხეს არა მარტო უფროსებს, არამედ ბავშვებსაც უქმნის. და რაც უფრო სავალალოა, ტოქსიკური ნაერთები ზეგავლენას ჯერ კიდევ დედის საშოში მყოფ ბავშვებზეც (ემბრიონზე) ახდენენ. ორსული ქალების მიერ დაბინძურებული ჰაერის ორი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ნაერთის ჩასუნთქვა ბავშვის სერიოზული კარდიო-ანატომიური ანომალიებით დაბადების ალბათობას ზრდის. ეს მნიშვნელოვანი შედეგები კალიფორნიის, ლოს ანჯელესის უნივერსიტეტის ექიმების და მეცნიერების მიერ ჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგად დაფიქსირდა. ეს პირველი შეთხვევაა, როდესაც კარგად ორგანიზებული და სერიოზული კვლევები ადასტურებს, რომ ჰაერი, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ, ისეთ ტოქსიკურ ნაერთებს შეიცავს, რომლებიც ბავშვებში თანდაყოლილ ანომალიებს იწვევენ. მაშინ როდესაც სხვა მავნე ფაქტორების (სიგარეტი, ალკოჰოლი, და ნარკოტიკები) საწინააღმდეგო ღონისძიების ჩატარება ან მათი თავიდან არიდებაა შესაძლებელი, დაბინძურებული ჰაერის წინაშე ორსული ქალები უძლურნი არიან.
სწორედ რომ ჰაერის დაბინძურებაა მიზეზი იმისა, რომ ბავშვების უმრავლესობა ცხოვრების ძალიან ადრეულ ასაკში გულზე ქირურგიული ჩარევის მსხვერპლნი ხდებიან.
ეს პრობლემა ყოველდღიურად იზრდება და საჭიროებს დროულ მოქმედებას. ამის შესახებ მეცნიერთა აზრი ორადაა გაყოფილი, ერთის აზრით საჭიროა შევამციროთ სათბური აირების გაშვება ჰაერში, ხოლო მეორე ნაწილი მეცნიერებისა ემხრობა აზრს, რომ ადამიანები ამ მოვლენისადმი განიცდიან ადაპტაციას. ფიქრობენ რომ ამ პროცესისი შეჩერება შეუძლებელი დას ჯობს ვიზრუნოთ იმაზე, რომ შევქმნათ ისეთი გარემო რომელიც მოერგება ამ სიტუაცია.

სხვადასხვა ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციები, მაგალითად როგორიცაა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, სიტუაციის შეფასებასა და მონიტორინგს ახდენენ. კიოტოს აქტით რომლის მიზნებია შემდეგი 10 წლის მანძილზე ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გაფრქვევის 7 %-ით შემცირება. მიღებულია 1997 წელს გაეროს წევრი ქვეყნების მიერ, რომელსაც ხელი მოაწერა 187 ქვეყანამ აღსანიშნავია რომ ამ ქვეყნების რიცხვში Aმერიკა არ შედის.
მსოფლიოს მაშტაბით ტარდება ბევრი ღონისძიებები, ამ პრობლემასთან დაკავშირებით. ყველა ქვეყანა ატარებს განსხვავებულ რეფორმებს მაგალითად ვენესეულაში, კარაკასში გაიხსნა ,,საბაგირო გზა’’. ის გადაიყვანს მგზავრებს 1.8 კილომეტს მანძილზე, ეს გაკეთდა იმიტომ რომ შემცირდეს ტრანსპორტით სარგებლობა და დაიცვან ჰაერი უფრო მეტად გაბინძურებისაგან. ამისათვის ქვეყანამ ჩადო 149 მილიონი დოლარი. ყოველდღიურად ის გადაიყვანს 15 000 ადამიანს ხოლო ყოველ საათში 1 500 ადამიანს. აგრეთვე ვენესუელაში უკვე დაიწყო ათი ათასობით ადამიანმა დაბალ ფასიანი პლასტამსის სახლების მშენებლობა, რათა არ მოხდეს ხეების გაჩეხვა და მისი სამშენებლო ფუნქციით გამოყენება.

თურქეთში მიმდინარეობს ხეების ინტენსიური გაშენება. Aგროვებენ სხვადასხვა ჯიშის ხეების თესლებს რათაA 35 000 ჰექტარზე დაირგოს ისინი. აკეთებენ ნაციონალურ პარკებს.
ქვეყნების უმრავლესობამ გარემოს დაცვის აუცილებლობა კონსტიტუციით განამტკიცა და აგრეთვე ისიც მიუთითა, რომ ყველას აქვს უფლება იცხოვროს ჯანმრთელ და დაცულ გარემოში.
მსოფლიო მაშტაბით ჩატარდა აქცია ,,350’’, რომელშიც მონაწილეობა 180-მა ქვეყანამ მიიღო. ეს იყო ყველაზე ფართომაშტაბიანი გარემოს დაცვის დღე, რომელშიც ჩაერთო მილიონობით ადამიანმა.
გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები იკრიბებიან რათა დასახონ გადაჭრის გზები, გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით.

 

 

Posted in Uncategorized | Leave a comment